Saturday, December 21, 2013

დღეს ვიმუშავეთ მე-6 მოდულზე.კერძოდ შევადგინეთ მოსწავლეთა დავალებები. დღე იყო საინტერესო. მადლობა!

Sunday, December 15, 2013

დღეს ვიმუშავეთ მე-5 მოდულზე.შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის შეფასების რუბრიკა,ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა, ,გავეცანით ჩეკლისტებს,რომელიც გვჭირდება დროში გაწერილი გეგმის შესავსებად. მადლობა დღევანდელი დღისთვის!

Saturday, December 14, 2013

დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის ნიმუშში,ვისწავლეთ გამოყენებული მასალის საავტორო უფლებების ლინკის ჩასმა.მადლობა!!!

Sunday, December 8, 2013

დღეს პროექტმა მიიღო დასრულებული სახე და ავტვირთე ბლოგზე,გავეცანით საავტორო უფლებებს,გავეცანითერთმანეთის პროექტებს და მოვახდინეთ უკუკავშირი.

Saturday, December 7, 2013

დღეს ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაზე,განვსაზღვრეთ მოსწავლის საჭიროებები,ამისთვის შევავსეთ  ვმვ -ს გრაფა.
ვისწავლეთ დოკუმენტის განთავსება პრეზენტაციაში.   .მადლობა დღევანდელი დღისთვის!

Thursday, December 5, 2013

დღეს გავეცანით სტანდარტებს,პროექტის მიზანის ჩამოყალიბებას და მიმართულების მიმცემ კითხვებს. ჩემი თემაა ბუნებრივი მოვლენები,მინდა ჩამოვაყალიბო 3 შეკითხვა,  ზოგადი, თემატუური და შინაარსობრივი და მაინტერესებს თქვენი აზრი.
1.რა ცვლილებები ხდება ბუნებაში?
2.როგორ წარმოიშვება ღრუბელი?
3.რატომ მოდის წვიმა?

Wednesday, December 4, 2013

ჩემი პროექტის თემაა:.. ბუნებრივი მოვლენები(წვიმა).პროექტით მინდა დაინახონ და ნათლად გაიაზრონ ბავშვებმა ბუნებაში არსებული კავშირები სხვადასხვა მოვლენებს შორის.შეძლონ დაინახონ, რა მნიშვნელობა ენიჭება ნალექს მცენარის აღმოცენების და განვითარების საქმეში.
მათი ლექსიკის და ცოდნის გამდიდრების მიზნით მინდა იცოდნენ წვიმის სხვადასხვა სახეები,(ღვარცოფი,დელგმა,თავსხმა, კოკისპირული...)ხომ არ იცით კიდევ წვიმის სხვა სახეები?
მინდა ლამაზი ,ფერადი სურათებით გავამდიდრო ჩემი პროექტი.გუგლში მხოლოდ შავთეთრი სურათები მოვიძიე,რას მირჩევთ ,სად შეიძლება  ვნახო,ფერადი სურათები და საინტერესო ვიდეოები აღნიშნულ თემაზე?